среда, 15 октября 2008 г.

ჩემი სკოლის მატეანე

მოსწავლეები წერენ საკუთარი სკოლის მატეანეს. უვითარდებათ კვლევის უნარ - ჩვევები, ესაუბრებიან ყოფილ და ახლანდელ დირექტორებს, ეძებენ და ინტერვიუს იღებენ იმ კურსდამთავრებულთაგან, რომლებმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში; მოსწავლეები მოიძიებენ სკოლის ისტორიას, მის ადგილმდებარეობას, რა მისამართზე მდებარეობს, რატომ ეწოდა ქუჩას ესა თუ ის სახელი, რა არქიტექტურული დანიშნულება აქვს შენობას, რომელ წელს აიგო, ვისი სახელობისაა.

მონაწილეთა ასკი:13 - 18 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები წერენ დღიურებს, ამზადებენ ბუკლეტებს, იღებენ სურათებს, აკეთებენ სკოლის არქივს, ქმნიან ფოტო დღიურს, შეისწავლიან და გაიღმავებენ ცოდნას მომავლის შესახებ.

სარგებელი სხვებისთვის: უკეთ გაიცნობენ საქართველოს სკოლებს

სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ქართული ენა - გაიღმავებენ ცოდნას(ინტერვიუს აღება, მასალის მოძიება);
გეოგრაფია - გეოგრაფიული ადგილმდებარეობის დადგენა;
ისტორია - ისტორიული მასალების მოძიება;
ინფორმატიკა - დაეხმარებათ ვებ - ვერსიის შედგენაში.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან: #25 sajaro skola

პროექტის ფასილიტატორის სახელი
: სოფო ტიკარაძე

პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tikaradze.sofo30@gmail.com

პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი:htt:// www.11sajaroskola-sofo.blogspot.com