среда, 15 октября 2008 г.

ჩემი სკოლის მატეანე

მოსწავლეები წერენ საკუთარი სკოლის მატეანეს. უვითარდებათ კვლევის უნარ - ჩვევები, ესაუბრებიან ყოფილ და ახლანდელ დირექტორებს, ეძებენ და ინტერვიუს იღებენ იმ კურსდამთავრებულთაგან, რომლებმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში; მოსწავლეები მოიძიებენ სკოლის ისტორიას, მის ადგილმდებარეობას, რა მისამართზე მდებარეობს, რატომ ეწოდა ქუჩას ესა თუ ის სახელი, რა არქიტექტურული დანიშნულება აქვს შენობას, რომელ წელს აიგო, ვისი სახელობისაა.

მონაწილეთა ასკი:13 - 18 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები წერენ დღიურებს, ამზადებენ ბუკლეტებს, იღებენ სურათებს, აკეთებენ სკოლის არქივს, ქმნიან ფოტო დღიურს, შეისწავლიან და გაიღმავებენ ცოდნას მომავლის შესახებ.

სარგებელი სხვებისთვის: უკეთ გაიცნობენ საქართველოს სკოლებს

სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ქართული ენა - გაიღმავებენ ცოდნას(ინტერვიუს აღება, მასალის მოძიება);
გეოგრაფია - გეოგრაფიული ადგილმდებარეობის დადგენა;
ისტორია - ისტორიული მასალების მოძიება;
ინფორმატიკა - დაეხმარებათ ვებ - ვერსიის შედგენაში.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან: #25 sajaro skola

პროექტის ფასილიტატორის სახელი
: სოფო ტიკარაძე

პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tikaradze.sofo30@gmail.com

პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი:htt:// www.11sajaroskola-sofo.blogspot.com

2 комментария:

tea gaprindashvili комментирует...

gavecani tqvens proeqts da momewona!
gisurvebt warmatebebs!

ჩვენ комментирует...

სალამი სოფო!
გავეცანი თქვენს პროექტს და ძალიან მომეწონა.
საინტერესოა საკუთარი სკოლის ისტორიის შესწავლა და ახალი თაობისთვის გადაცემა. სიამოვნებით ვადევნებ თვალს პროექტის შემდგომ განვითარებას!
პატივისცემით,
ქეთი ჟვანია
მე-100 სკოლა
თბილისი